ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქუთაისში "საქართველოს ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურების "SOLO"-ს პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა
15/07/2011


პრესრელიზი

15 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: 
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკი
+995 32 2 444 248
+995 5 77 720 144

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურების "SOLO"-ს პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

თბილისი, 15 ივლისი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", ქუთაისში მისი პერსონალური საბანკო მომსახურების "SOLO"-ს პირველი წარმომადგენლობის გახსნის შესახებ განაცხადა. "SOLO"-ს სპეციალიზირებული მომსახურების კუთხე "საქართველოს ბანკის" ქუთაისის სერვისცენტრში განთავსდა, მისამართზე წმინდა ნინოს ქუჩა #19, სადაც "SOLO"-ს მომხმარებლები მომსახურებას ექსკლუზიურად მიიღებენ.

"SOLO", ეს არის "საქართველოს ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელიც მოიცავს პრივილეგირებულ სერვისებსა და გამორჩეულ საბანკო პროდუქტებს. "SOLO" მომხმარებელი არა მარტო ზოგავს მისთვის ძვირფას დროს, არამედ იღებს მაქსიმალურად მომგებიან და კომფორტულ საბანკო მომსახურებას.

"SOLO" მომხმარებელს ემსახურება SOLO ბანკირი, რომელიც უწევს კონსულტაციას ნებისმიერ საბანკო და სადაზღვევო პროდუქტთან დაკავშირებით და ინდივიდუალურად ურჩევს მომხმარებელს მის ფინანსურ მიზნებზე მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურებას. მომხმარებლისთვის უფრო მეტი კომფორტისა და ექსკლუზიურობისთვის, განკუთვნილია "SOLO"-ს ფილიალი თბილისში და "SOLO"-ს მომსახურების ადგილები „საქართველოს ბანკის" ფილიალებში თბილისში, ბათუმსა და, ახლა უკვე ქუთაისში.

მხოლოდ "SOLO" მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პრემიალური საერთაშორისო საკრედიტო ბარათი American express gold-ი, რომელიც გამოირჩევა მაღალი საკრედიტო ლიმიტით, ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით, ქულების დაგროვებისა და შელეცტს-ის პროგრამით, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.

"SOLO" უპირატესობების გაზიარება მომხმარებლებს თავიანთი ოჯახის წევრებისათვისაც შეუძლიათ "SOLO Family"-ს მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ნომერზე 2 444 400, გააგზავნოს მეილი მისამართზე ინფო@სოლო.გე, ეწვიოს ვებგვერდს http://www.solo.ge/, ან "SOLO"-ს მომსახურების ადგილებს.

 

 

წაკითხულია: 2595